ჩამოშალე
რას ვაკეთებთ

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია World Vision საქართველო ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემაზე აქტიურად მუშაობს 2013 წლიდან. ამ ეტაპზე World Vision-ი სამ 24 საათიან თავშესაფარს მართავს ქუჩაში მყოფ და მომუშავე ბავშვების დასახმარებლად. 

ჩვენი მისია

World Vision საქართველო ქუჩაში ბავშვთა ექსპლოატაციის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „# ესარარისჩემიარჩევანი“ ფარგლებში მიზნად ისახავს ქუჩებში ბავშვთა ექსპლოატაციის დასრულებას და ამ ბავშვებისათვის უკეთესი მომავლის შექმნას საზოგადოების, არსამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურების დახმარებით.

ჩვენს შესახებ

World Vision- ი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც საქართველოში 1996 წლიდან ბავშვებთან, ოჯახებთან და თემებთან ერთად მუშაობს სიღარიბისა და უთანასწორობის დასაძლევად. World Vision საქართველოს პროგრამები, რომელსაც ჩვენი რეგიონული ოფისები ოთხ ძირითად გეოგრაფიულ არეალში ახორციელებს(კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი და გლდანი-ნაძალადევი), მიზნად ისახავს მრავალმხრივი მიდგომის საშუალებით ბავშვებისთვის ჯანსაღი, აქტიური და ინკლუზიური გარემოს შექმნას.

ჩვენი საქმიანობა სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:

  • ბავშვთა დაცვა და კეთილდღეობა, 
  • ახალგაზრდების გაძლიერება
  • ადრეული ასაკის ბავშვების განვითარება 
დაეხმარე
  • ფოტო 1
  • ფოტო 2
  • ფოტო 3
  • ფოტო 4
  • ფოტო 5
/