ჩამოშალე
დღის ცენტრი და 24 სთ-იანი თავშესაფარი
დღის ცენტრისა და 24 სთ-იანი თავშესაფრის მიზანს წარმოადგენს მიუსაფარ ბავშვთა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი საზოგადოებაში ინტეგრაცია ფორმალური და არაფორმალური განათლებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის გზით.
დღის ცენტრი და 24 სთ-იანი თავშესაფარი

ჩვენს ცენტრებში ყოველდღიურად საშუალოდ 100 ბავშვი იღებს შემდეგი სახის მომსახურებას:

  1. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პირველადი საჭიროებების დაკმაყოფილება
  2. ბავშვების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება
  3. ბავშვების წიგნიერების, მათემატიკური და ყოფითი უნარ-ჩვევების შეფასება
  4. საჭიროებებზე მიმართული ინდივიდუალური განვითარებისა და ზრუნვის გეგმის მიზნების დასახვა
  5. ბავშვებში სკოლისა და განათლებისადმი ინტერესის გაღვივება ფორმალური და არაფორმალური აქტივობების გზით
  6. ფსიქო-სოციალური განვითარება და რეაბილიტაცია ისეთი აქტივობების საშუალებით, როგორიცაა ხატვითი თერაპია, ხელსაქმე, ინდივიდუალური და ჯგუფური თერაპია, სულიერი განვითარება.

საქართველო, თბილისი, 0102
დ.აღმაშენებლის გამზ, #61

+995 599 95 95 95
+032 215 15 15

ვრცლად ჩვენი მომსახურების შესახებ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან პარტნიორობითა და ევროკავშირისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ფინანსური უზრუნველყოფით, „ვორლდ ვიჟენ“ საქართველოს წარმომადგენლობამ გახსნა სამი დღისა და კრიზისული ინტერვენციის ცენტრი (დღის ცენტრი და 24 სთ-იანი თავშესაფარი) მიუსაფარი ბავშვებისათვის (2 ცენტრი ქ. თბილისში და ერთი ცენტრი ქ. ქუთაისში). 3 მობილური ჯგუფი ახორციელებს ბავშვების მოძიებას ქ. თბილისისა და ქ. ქუთაისის ქუჩებში, მიაწვდის მათ პირდაპირ დახმარებას და უზრუნველყოფს ბავშვების მიმართვიანობას შესაბამის მომსახურებებში.

2014-2017 წწ მობილურმა ჯგუფებმა სხვადასხვა მომსახურება გაუწიეს მიუსაფარ 600-მდე ბენეფიციარს. გაწეულ მომსახურებათა შორის იყო გადაუდებელი სამედიცინო და სოციალური დახმარება, პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტაციის მიღებაში შუამდგომლობა, ტანსაცმლით, საკვები პროდუქტებითა და მედიკამენტებით დახმარება და მცირედი რემონტი საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად. პირდაპირი დახმარების გარდა მულტიდისციპლინარული მობილური ჯგუფი უწევდა ბენეფიციარებს კონსულტირებას და ახდენდა მათ გადამისამართებას სხვადასხვა მომსახურებებში, როგორიცაა დღის ცენტრი და 24სთ-იანი თავშესაფარი, სამედიცინო და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები.