COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება
02 ოქტომბერი

World Vision საქართველო პანდემიის საწყისი ეტაპიდან ეხმარება უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვებსა და მათ ოჯახებს და სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისს პანდემიით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად. 

2020 წლის აპრილიდან დღემდე, ჩვენი სამხარეო განვითარების ცენტრების მეშვეობით, World Vision საქართველოს თანამშრომლებმა და მოხალისეებმა დაარიგეს საკვები და ჰიგიენური საშუალებებები საქართველოს ოთხი რეგიონის 8 მუნიციპალიტეტის 51 სამიზნე თემში, ჩვენ შევძელით 25759 ადამიანის, მათ შორის 15470 ბავშვის დახმარება.

ორგანიზაციის მიერ გაწეული ინტერვენციის შეფასებისა და სამომავლო აქტივობების დაგეგმვის მიზნით, World Vision საქართველოს ინიციატივით ჩატარდა კვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა:

  • WV საქართველოს „COVID 19-ის პანდემიაზე რეაგირების გეგმის“ ფარგლებში განხორციელებული ინტერვენციების შეფასებას;
  • WV-ის სამხარეო განვითარების ცენტრების დაფარვის არეალში მცხოვრები მოსახლეობის ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას;
  • დისტანციურ სწავლებასა და ბავშვთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებას. 


გაეცანით კვლევის ანგარიშს და ინფოგრაფიკებს ქართულ და ინგლისურ ენებზე