სკოლები პანდემიის დროს - პრაქტიკული გზამკვლევი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის
30 სექტემბერი

პანდემიით გამოწვეულ პირობებში სასწავლო პროცესის პართვის მხარდასაჭერად World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის  კონსულტაციით, შეიმუშავა პრაქტიკული ინტერდისციპლინარული გზამკვლევი სკოლებისთვის.

გზამკვლევი  მომზადდა საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით და მოიცავს შემდეგ თემებს:

• ჯანმრთელობის დაცვის რეკომენდაციები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის,

• მოსწავლის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა სკოლებში,

• საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზება სკოლებში

• სასკოლო სასწავლო გეგმა

• საგანმანათლებლო რესურსები

• სკოლის პერსონალისა და მასწავლებელთა მხარდაჭერა

• ხარისხის მართვა, მონიტორინგი და შეფასება

• კეთილდღეობა Covid 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში

• რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ორგანიზებისთვის

 

გზამკვლევის ნახვა