ნიკო და ვირუსი
25 მაისი

სოციალური ამბავი „ნიკო და ვირუსი“ შეიქმნა World Vision საქართველოს ბავშვის ადრეული ასაკის განვითარების პროგრამის ფარგლებში, 8 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ბროშურა შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფერადი, ხოლო მეორე არის გასაფერადებელი რვეული.

ბროშურას თან ახლავს რჩევები მშობლებისთვის ბავშვებთან კომუნიკაციის დროს საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

ამბავი "ნიკო და ვირუსი"

გასაფერადებელი რვეული ბავშვებისთვის

  • ამბის წაკითხვის დროს, მიეცით ბავშვს პროგნოზირების საშუალება, მაგალითად: „შენი აზრით, რა
  • უპასუხა ვირუსმა?“ ან „შენი აზრით, რატომ არ მოსწონს ვირუსს დაბანილი ხელები?“
  • დარწმუნდით, რომ ბავშვისთვის ყველა სიტყვა გასაგებია. აუხსენით და განუმარტეთ ახალი სიტყვები.
  • ახალი სიტყვის ახსნის და განმარტების შემდეგ, ეცადეთ, ბავშვთან ერთად მოიფიქროთ ამბავი ბავშვისთვის ახალ სიტყვაზე.
  • წაახალისეთ ბავშვი, ოჯახის წევრები და საკუთარი თავი, შექმნათ თქვენი ამბავი, ზღაპარი.
  • წაახალისეთ ბავშვი, გააფერადოს გასაფერადებელი რვეული. ჩაერთეთ თქვენც.
  • გამოიყენეთ ამბავი ბავშვთან დიალოგის წარმოებისა და მსჯელობის მიზნით.
  • ფერადი წიგნის ბოლოს მოცემულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ხელების სწორად დაბანის თვალსაჩინოება, რაც შეგიძლიათ ამოჭრათ და გააკრათ სახლში თვალსაჩინო ადგილას.

პუბლიკაციის ბეჭდური ვერსია დაურიგდება სამიზნე რეგიონებში მცხოვრებ 5000-ზე მეტ ბავშვს World Vision საქართველოს ადგილობრივი ორგანიზაციების დახმარებით:

  • თბილისის ურბანული განვითარების პროგრამა
  • კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი
  • იმერეთის განვითარების ცენტრი
  • სამცხე-ჯავახეთის განვითარების ცენტრი

პუბლიკაციის ავტორი: მარიამ ხვადაგიანი - ნეიროფსიქოლოგი, Psy.M. World Vision საქართველოს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების პროგრამის კახეთის მშობელთა საკვირაო სკოლის ტრენერი, კონსულტანტი

მხატვარ-ილუსტრატორი და კონსულტანტი: თინათინ ანთიძე - კომუნიკაციის, ენის და მეტყველების თერაპევტი

კონსულტანტი: ცირა ბარქაია - World Vision საქართველოს ადრეულ ასაკში ბავშვის განვითარების პროგრამის კოორდინატორი, ფსიქოლოგი, ადრეული განათლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტი, MPhil SNE

დიზაინერი და დამკაბადონებელი: გვანცა მახათაძე - დიზაინერი

#დარჩიშინ

#გამინათეადრეულიბავშვობა

#გამინათლეადრეულიბავშვობა