World Vision საქართველო გილოცავთ შობა-ახალ წელს!
01 იანვარი

ჩვენი სურვილია, საქართველოში დაცული იყოს თითოეული ბავშვის სიცოცხლის, დაცვის, მონაწილეობის განვითარებისა და განათლების უფლება.

მიეცით ბავშვებს ნებისმიერ ასაკში ჯეროვანი დრო, რომ ითამაშონ. თამაში საუკეთესო სტრატეგიაა მისი განვითარებისათვის, განათლებისათვის, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში. ბავშვს უფლება აქვს მოითხოვოს ბალანსის დაცვა სწავლასა და თავისუფალ დროს შორის, ხოლო მშობლები/აღზრდაზე პასუხისმგებელი პირები ვალდებულნი არიან სათანადო ყურადღება დაუთმონ ბავშვის მოსაზრებებსა და საჭიროებებს ამ კუთხით.

მშობლები, ან ბავშვის განვითარებაზე მზრუნველი პირები, რომლებსაც გააზრებული აქვთ ბავშვის ადერული ასაკის პერიოდი, როგორც პიროვნების ცხოვრების კონკრეტული ეტაპი და არა უბრალოდ მოსამზადებელი ეტაპი შემდგომი ცხოვრებისათვის, მეტად აქცევენ ყურადღებას ბავშვის ამჟამინდელ ინტერესებს, აკმაყოფილებენ მათ ცნობისმოყვარეობას, იციან, რომ თამაშით სწავლა ყველაზე ეფექტიანი და  სახალისო პროცესია ბავშვისათვის. ეს თავის მხრივ, ბავშვისადმი, როგორც პიროვნებისადმი სიყვარულის და პატივისცემის მაჩვენებელია. ბავშვი თამაშობს, მაშასადამე, ცხოვრობს, შეიგრძნობს და აღიქვამს სამყაროს, იღებს შთაბეჭდილებებს, იყალიბებს საკუთარ უნიკალურ გამოცდილებებს.

#გამინათ(ლ)ადრეულიბავშვობა #განათლებაუკეთესიმშობლობისთვის

მეგობრობის ხელშეწყობა, როგორც ოჯახის, ასევე საგანმანათლებლო პერსონალის განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთი ბავშვი ბუნებრივად ამყარებს მნიშვნელოვან ურთიერთობებს თანატოლებთან, ზოგს კი უჭირს მეგობრის შეძენა. წაახალისეთ ბავშვები, რომ ერთმანეთთან ითამაშონ. სიტყვიერი წახალისებით, ფიზიკური გარემოს მოწყობით და ჯგუფური აქტივობების ინიცირებით შექმენით შესაძლებლობები, რომ ბავშვებმა ერთად ითამაშონ, იმუშავონ ერთობლივ აქტივობებსა, თუ პროექტებზე. წაახალისეთ გუნდური თამაში. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები ერთვებოდნენ ისეთ საქმიანობებში, რომლებიც გუნდურობას, ერთმანეთის დახმარებას და თანამშრომლობას მოითხოვს მათგან. არ შეაჯიბროთ ერთმანეთს ბავშვები და არც ბავშვთა ჯგუფები. წაახალისეთ, რომ ბავშვები ერთმანეთს დაეხმარონ.

#მინდამეგულებოდე

ჩვენი სურვილია საზოგადოება აცნობიერებდეს, რომ  დემოკრატიული და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით ახალგაზრდობა ქვეყნისათვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.

აუცილებელია არსებობდეს მეტი ფინანსური რესურსი ახალგაზრდების იდეების მხარდასაჭერად, და პროგრამები, რომელიც დაფუძნებული იქნება ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე.

ახალგაზრდების მხარდაჭერის შედეგად ვიღებთ რეალიზებულ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარ დროსა და ენერგიას იყენებენ საზოგადოების განვითარებისათვის.

ახალგაზრდებს სჭირდებათ მეტი რესურსი განვითარებისათვის, ახალგაზრდები არიან საქართველოს მოსახლეობის 20% დღეს და 100% ხვალ.

#მეტირესურსიახალგაზრდებს

World Vision საქართველო მოუწოდებს ბავშვზე ზრუნვის სფეროში ჩართულ სამთავრობო უწყებებს შექმნან დაცული და უსაფრთხო განათლების, ჯანდაცვის, მართლმსაჯულების სისტემები და ხარისხიანად იზრუნონ ნებისმიერ სისტემაში ბავშვთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის და უგულებელყოფის შემთხვევებზე.

#მინდამეგულებოდე

ჩვენი ორგანიზაცია გამოხატავს მზობას მხარი დაუჭიროს ბავშვთა დაცვის სისტემას, რომელიც მიმართულია ბავშვის და მის განვითარებაზე პასუხისმგებელი პირების გაძლიერებაზე.

ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ ორგანიზაციის ძირითადი სტრატეგიული მიმართულებებით მუშაობას:

  • ბავშვის უფლებების დაცვა
  • ოჯახების გაძლიერება
  • ახალგაზრდების ხელშეწყობა
  • ხარისხიანი და ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების განვითარება.