ბაღები პანდემიის დროს - პრაქტიკული გზამკვლევი სკოლამდელი დაწესებულებებისათვის
06 ოქტომბერი

World Vision საქართველომ შეიმუშავა პრაქტიკული გზამკვლევი, რომელიც დაეხმარება სკოლამდელ დაწესებულებებს შეძლონ ადრეული ასაკის ბავშვებისათვის სკოლამდელი საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზაცება როგორც უშუალოდ ბაღებში, ასევე საჭიროების შემთხვევაში დისტანციური ფორმით.

გზამკლევში გაწერილია რეკომენდაციები, როგორც სკოლამდელი დაწესებულებებისათვის, ასევე იმ სახელმწიფო უწყებებისათვის, როგორიცაა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ადგილობრივი მთავრობები და სხვა, რათა მოხდეს სკოლამდელი განათლების ამა თუ იმ ფორმით მიწოდების პროცესში  სათანადო ხარისხიანი მხარდაჭერა COVID 19-ის პანდემიის პირობებში.

დოკუმენტი World Vision საქართველოს ექსპერტთა გუნდმა შეიმუშავა საქართველოს განათლების, მეცნიერების, სპორტის და კულტურის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაციით და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კონსულტაციით.

გზამკლევში წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებები:

 

  • ჯანდაცვა და უსაფრთხოება სკოლამდელ დაწესებულებებში COVID 19-ის პირობებში;
  • ბავშვის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული მიდგომა სკოლამდელ დაწესებულებებში;
  • სკოლამდელი დაწესებულების ფუნქციონირების ხელშეწყობა, მართვა და მეთოდოლოგიური მხარდაჭერა COVID 19-ის პირობებში;
  • სკოლამდელი განათლების მომსახურების მიწოდების ფორმები COVID 19-ის პირობების გათვალისწინებით;
  • ბავშვების ემოციური კეთილდღეობა COVID 19-ით გამოწვეული პანდემიის პირობებში სკოლამდელი განათლების მომსახურების მიწოდების პროცესში;
  • საგანმანათლებლო პერსონალის ემოციური კეთილდღეობა;
  • რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვთა საგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებისთვის.

გზამკვლევის ნახვა