ჩამოშალე
დაეხმარე

საერთაშორისო დონორების ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, მსოფლიო კონფლიქტების და კრიზისების ფონზე, ეტაპობრივად მცირდება. ადგილობრივი ფონდების მოძიების გარეშე იძულებული გავხდებით ცენტრები დავხუროთ. ერთად დავეხმაროთ მიუსაფარ ბავშვებს, ქუჩაში შრომა და ცხოვრება მათი პირადი არჩევანი არ არის!

რა შევცვალეთ

  • 15 წლის გიორგი, რომელიც ათი კვადრატული მეტრის ფართის ოთახში მარტო ცხოვრობდა, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე, დროის უმეტეს ნაწილს თბილისის ქუჩებში ატარებდა და  თავს  ხატების გაყიდვით ირჩენდა.  მას სკოლაში არასოდეს უვლია.  World Vision -ის მობილური ჯგუფის წევრებმა ის ქუჩაში იპოვეს, მასთან დამეგობრდნენ და აუხსნეს  რომ  შეეძლო უკეთეს პირობებში ეცხოვრა, სადაც მზრუნველი გარემოს და სწავლის შესაძლებლობა ექნებოდა

    „ბედნიერი ვარ, აქ რომ მოვედი“, ამბობს გიორგი. „აქ, ვსწავლობ კითხვას, ხატვას და ასევე ვგრძნობ პატივისცემას და სითბოს. უკვე მყავს მეგობრები და ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვარ.“

    ჩვენი დახმარების გარეშე ეს ბავშვები  ქუჩას ვერასოდეს მიატოვებენ.   

ერთჯერადი   შემოწირულობა

დაეხმარე

ყოველთვიური   შემოწირულობა

დაეხმარე